რეგიონი
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალი გაათავისუფლეს
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი დღეს გაათავისუფლეს. ინფორმაცია რადიო „ათინათს“ მისმა ადვოკარმა ზურაბ თოდუამ დაუდასტურა. მისივე თქმით, სუსლიაკმა პენიტენციალური დაწესებულება უკვე დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

გასულ თვეს უკრაინელი ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად თბილისში პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. დელეგაციამ ათივე ბავშვი სამშობლოში წაიყვანა.










Print