ახალი ამბები
სოჭიდან აფხაზეთის ქალაქებამდე სამგზავროდ ერთიანი ბილეთი ამოქმედდება

აფხაზეთის საკურორტო ქალაქებამდე სამგზავროდ დამსვენებლებისთვის ერთიანი ბილეთის სისტემა ამოქმედდება.

მისი გაყიდვა სოჭის სადგურში 24 ივლისიდან დაიწყება, წერს გამოცემა „აიაირა“. ამავე ცნობით, ტურისტები, რომლებიც რუსეთის ქალაქებიდან მატარებლით ან თვითმფრინავით ადლერის აეროპორტამდე მიდიან, ერთიანი ბილეთით სოჭიდან აფხაზეთის ხუთ ქალაქში - გაგრაში, ბიჭვინთაში, გუდაუთაში, ათონსა და სოხუმში მგზავრობას შეძლებენ. ამავე ცნობით, ზაფხულის პერიოდში დღე - ღამეში რვა რეისია დაგეგმილი, ბილეთის ღირებულება დაახლოებთ, 560 რუბლია. ტურისტებს მიკროავტობუსები მოემსახურებიან. 


 

Print