ახალი ამბები
მარიკა თოდუა: "სისა ტურაში“ გზის დაზიანების გამო სტუმრებს ვერ მივიღებ
ჩხორიაში არსებული ეთნო სოფელი „სისა ტურა“ გზის დაზიანების გამო სტუმრებს დროებით ვერ მიიღებს. ეთნო სოფლის დამფუძნებელმა მარიკა თოდუამ რადიო "ათინათს", უთხრა რომ  "სისა ტურამდე" ჩამოსასვლელი გზა არ არის უსაფრთხო. მისივე თქმით, გაზიფიცირების სამუშაოების შემდეგ ნახევარკილომეტრიანი მონაკვეთი სრულად დაზიანდა.

„აქ ჩამოსვლა უკვე გახდა საფრთხის შემცველი. გაზიფიკაციის სამუშაოებმა გზა საბოლოოდ გაანადგურა, რასაც წვიმები დაემატა და ფაქტობრივად აქ მანქანით მოსვლა შეუძლებელი გახდა, მართლა არ მინდა ვინმეს საფრთხე შევუქმნა. გუშინ მყავდა ჯგუფი და ასვლა ძალიან გაუჭირდათ. შეიძლება მანქანა მოცურდეს და ისედაც ვიწრო გზიდან მდინარეზე გადავარდეს. სანამ გზის ამბავი არ მოგვარდება, თავს შევიკავებ სტუმრების მიღებისგან“, - ამბობს თოდუა.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებული არიან და შესაბამისი სამსახურის წარმოდგენლები ადგილზე გავლენ.


ამავე თემაზე:

,,აღმოაჩინე სამეგრელო“ – DMO-ს საინფორმაციო ტური ფოთსა და ზუგდიდში (ვიდეო)






Print