ახალი ამბები
სკეიტ პარკში ომში დაღუპულთა მემორიალი განათავსეს (ფოტო)
ზუგდიდის სკეიტ-პარკში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი განთავსდა. მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

ქანდაკება წარმოადგენს კომპოზიციას, რომელზეც გამოსახულია ომში დაღუპული გმირების სილუეტები- მარადიული სულები. 

პროექტისთვის ზუგდიდის ბიუჯეტიდან 14 984 ლარი გამოიყო.

Print