ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტის დაცვის მექანიზმებზე მუშაობენ
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტი აშენდება და ისინი პროექტის დაცვის მექანიზმებზე იმუშავებენ. ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მედიას უთხრა, რომ ის „საბჭოთა პროკურატურაში“ იმყოფებოდა.

„6 თვე დაგვჭირდა სტაბილიზაციისთვის, პარტნიორებს იმის გასარკვევად, რომ არავითარი ფაქტი არც 12 წლის წინ და არც არასდროს ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, რომელიც ჩვენს რეპუტაციასა და საქმიანობას ხელს შეუშლიდა. მოვაბრუნეთ ინვესტორები, დავდეთ ხელშეკრულებები, რომლებიც უნდა წარგვედგინა ხელისუფლებისთვის. მათი ქმედებები არის მიზანმიმართული მომავლის პროექტის წინააღმდეგ. არცერთი მათგანის არ მჯერა, რომელიც ამბობს, რომ ანაკლია არის სახელმწიფო ინტერესი. ეს არის უპასუხისმგელო და ორპირი დამოკიდებულება ქვეყნის მომავლის მიმართ. ანაკლია აუცილებლად აშენდება, ვფიქრობთ მექანიზმებზე, როიგორ ჩავრთოთ საერთაშორისო პარტნიორები, რომ დავიცვათ პროექტი. მინისტრების ზღაპრები, რომლებიც ვერ ერკვევიან, ცემენტი როგორ გაარჩიონ ბეტონისგან,  უნდა დამთავრდეს, არაპროფესიონალების დრო საქართველოში უნდა დამთავრდეს, რადგან ახლა შენობისა და აღმშენებლობის დროა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მას და „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთ დამფუძნებელს ბადრი ჯაფარიძეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბრალი ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით წარუდგინეს.

ამავე თემაზე:

ხაზარაძე ბრალის წარდგენაზე: ეს ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად

Print