ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთის საელჩო „თიბისი ბანკის” საქმეს ეხმაურება
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებას გამოეხმაურა.

საელჩოს მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ საქმის გარშემო პროცესები გაჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს, რადგან ეს აუცილებელია ქართული საბანკო სექტორისთვის, ამ სფეროში მრავალმხრივი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის”.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბრალი ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით 24 ივლისს წარუდგინეს.

ამავე თემაზე: 
მამუკა ხაზარაძეს პროკურატურაში ბრალს წარუდგენენ
ხაზარაძე ბრალის წარდგენაზე: ეს ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტის დაცვის მექანიზმებზე მუშაობენ







Print