ახალი ამბები
გეამაყებათ, რომ როლანდ ახალაია მაჟორიტარი იყო? - კამათი ზუგდიდის საკრებულოში
ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ლაგვილავამ ენმ-ს წევრს პაატა ადამიას ჰკითხა, ეამაყება თუ არა მას ის ფაქტი, რომ როლანდ ახალაია პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარი იყო. მის კითხვას კითხვითვე უპასუხა ადამიამ  და ჰკითხა, ეამაყება თუ არა ამჟამინდელი მაჟორიტარების (მერაბ ქვარაია და ედისერ თოლორაია) ყოფნა საკნონმდებლო ორგანოში. ლაგვილავამ მას უთხრა, რომ დიახ. ადამიამ ასევე იკითხა, ეამაყებათ თუ არა ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელიც კორუფციის ბრალდებითაა დაკავებული, რაზეც ლაგვილავამ თქვა: "ახალაიას და გოგიას შედარება არ შეიძლება".

“ისევე მეამაყება ახალაია, როგორც თქვენ გეამაყებათ ეს ადამიანები. ისიც ძალიან კარგად იცით, რომ მხოლოდ 2017 წელს შემოვედი პარტიაში", - ამბობს ადამია.

კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა ბათლომე შელიამ დეპუტატებზე კამათისას თქვა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არცერთ მაჟორიტარს ზუგდიდისთვის არაფერი გაუკეთებია.

ზუგდიდის საკრებულოში მერიის რეორგანიზაციის პროექტზე მსჯელობენ.

ამავე თემაზე:

წოწერია: მივიღეთ გადაწყვეტილება, არ მოვუმატოთ ხელფასი პოლიტიკური თანამდებობის პირებს
Print