ახალი ამბები
მესტიის მერია: "მესტიაჭალაჰესი 1"-ის ინფრასტრუქტურა განადგურებულია (ფოტო)
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "მესტიაჭალაჰესი 1"-ის შენობები განადგურებულია. ისინი მოვარდნილმა მდინარემ გაანადგურა. სტიქია მყინვარ ჭალაადის გზაზე დღეს დაიწყო.

ამავე ინფორმაციით, წაღებულია 10-მდე ავტომობილი, თუმცა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"დაზიანებულია და განადგურებულია ხიდი, მანქანები. ასევე, ჰიდროელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა. მდინარის ადდებამ გამოიწვია წყალსადენი მილების დაზიანება, რის შედეგადაც დაბა მესტიის მოსახლეობის 70% არ მიეწოდება წყალი. ამ წუთებშიც წვიმს და ჩვენი იქ ყოფნისას ორჯერ იკლო წყლის დონემ და კვლავ იმატა. საბედნიეროდ, მოსახლეობასთან ახლოს არ არის და არც მოქალაქეები იმყოფებიან იმ ადგილას. ამ მომენტისთვის ყველა გაყვანილია. მიმდებარედ რჩებიან მაშველები და პოლიციის თანამშრომლები.", - უთხრეს რადიო "ათინათს" მერიაში.

გარდა ამისა, დაზიანებულია წყლის მილები, რის გამოც დაბა მესტიის მოსახლეობის 70 %-ს წყალი არ მიეწოდება.





Print