ახალი ამბები
სოხუმში კაფე „პინგვინთან“ სანაპირო ჩაინგრა
გადაუღებელი წვიმების შედეგად, კაფე „პინგვინის“ მიმდებარედ, სოხუმის სანაპიროს ნაწილი ჩაინგრა, წერს გამოცემა "აიაირა".  ტერიტორია წითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ამავე ცნობით, ზღვის წყალს მანამდეც ჩამოურეცხავს სანაპიროს ეს ნაწილი, თუმცა აქამდე, კაფეს მეპატრონეები საკუთარი ძალებით აგვარებდნენ პრობლემას. თუმცა, მათივე თქმით, ამჯერად „პინგვინს“ გაცილებით უფრო დიდი ზარალი მიადგა.


დაწესებულების მეპატრონეებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ რემონტს ახლაც საკუთარი ძალებით განახორციელებენ და ეს ინცინდენტი, მათ მუშაობაზე არ აისახება.

Print