ახალი ამბები
უშგულში კოშკის ნაწილი ჩამოინგრა (ფოტო)
ადგილობრივების ინფორმაციით, უშგულში  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკი ჩამოინგრა. როგორც რადიო "ათინათს" ნაირა ვაჩლიანმა უთხრა, კოშკის ნაწილი შარშანაც ჩამოიშალა.

„დღეს დილით ჩამოშლილა კიდევ ნაწილი. უკვე ზედიზედ ორჯერ ჩამოიშალა და ძალიან დაგვწყდა გული. ბიჭები ჰყვებიან, კინაღამ ტურისტი მოიყოლაო, მაგას ვიდეოც გადაუღია“, - ამბობს ის.

მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე, 2019 წლის ბოლომდე 20 კოშკი და მაჩუბი უნდა განახლდეს. შესაბამისი ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე  გამოაცხადა. იგეგმებოდა თუ არა  წელს ამ კოშკის რეაბილიტაცია უცნობია. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში რადიო „ათინათის“ ზარებს არ პასუხობენ.

ფოტო: მინდია ჩანქსელიანი
Print