რეგიონი
დაურ კოვე სოხუმის აეროპორტზე საქართველოს პოზიციას ეხმიანება: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პასუხობს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, რომლის თანახმადაც სოხუმში საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება. დაურ კოვე წერს, რომ ეს აფხაზეთის სრული იზოლაციის მცდელობაა.

„საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადება აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავიაციო მიმოსვლის დაუშვებლობაზე არის მორიგი, უკვე ჩვეული მცდელობა აფხაზეთის სრული იზოლაციის დანარჩენი სამყაროსგან. არ გამოუვათ - ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, - წერია პოსტში.

საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.

Print