ახალი ამბები
ზუგდიდის მერია შენობის სარემონტოდ 60 ათასამდე ლარს დახარჯავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული შენობის გასარემონტებლად, დაახლოებით, 58 ათასი 500 ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე მეორედ გამოაცხადა. მანამდე, 19 ივლისს გამოცხადებული შესყიდვის ღირებულება 34 ათასამდე ლარი იყო, თუმცა, მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ მიიღო, შესაბამისად, ტენდერი ვერ შედგა.

როგორც ზუგდიდის მერიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, თანხის გაზრდა პროექტის კორექტირებამ გამოიწვია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, უნდა გარემონტდეს ავტოფარეხი, კანცელარია, 7 ოთახი, მეორე სართულის დერეფანი, სარდაფში დამონტაჟდეს რკინის კარი.
სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 40 დღეში უნდა დასრულდეს

ტენდერში წინადადებები 9-დან 12აგვისტოს ჩათვლით მიიღება.


Print