ახალი ამბები
ფოთში მაშველებმა მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს
ფოთში, შავ ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს. როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, მამაკაცი ზღვიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერის კესო გელენიძის ინფორმაციით, მალთაყვის სანაპირო ზოლიდან შეტყობინება რამდენიმე წუთის წინ შემოვიდა. მამაკაცი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო.

Print