სპორტი
ხობელმა ფალავანმა საერთაშორისო ტურნირის ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა
ხობელმა სპორტსმენმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) პოლონეთის საერთაშორისო ტურნირში პირველობა მოიპოვა. მან ფინალში რუს მეტოქეს ელჩინ იბრაგიმოვს უპირატესობით 8:0 მოუგო და გამარჯვებული გახდა.

ხობელი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია 23 წლამდელთა შორის ევროპის ორგზის ჩემპიონია.

წურწუმიამ ევროპის ჩემპიონის ტიტული შარშანაც მოიპოვა.

Print