ახალი ამბები
ზუგდიდში ღია კინოთეატრის მოწყობაზე ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო
ზუგდიდში ღია კინოთეატრის მოწყობაზე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არცერთმა პრეტენდეტმა მიიღო, შესაბამისად, ტენდერი არ შედგა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მერიაში უთხრეს. ღია კონოთეატრის მოსაწყობად ტენდერი მერიამ მეორედ უკვე გამოაცხადა.

შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტორისა და ეკრანის შესასყიდად მერიამ, დაახლოებით, 5 330 ლარი გამოყო.

მერიის ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა განყოფილების უფროსის დავით შამათავას ინფორმაციით, ღია კინოთეატრი ქალაქში, სავარაუდოდ, დადიანების სასახლის ეზოსა და ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა.

ღია კინოთეატრის მოწყობის ინიციატივა, მისივე თქმით, მერიასა და ახალგაზრდულ განყოფილებას ეკუთვნის.

Print