ახალი ამბები
ორსანტია-კოკის ადმინისტრაციულ საზღვარზე "ქართული ოცნების" დროშა ფრიალებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ორსანტია-კოკის ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს ეროვნულ დროშასთან ერთად "ქართული ოცნების" დროშაც არის აღმართული. სოფლების გამყოფ ხიდზე აღმართულ კონსტრუქციის ერთ მხარეს ორსანტია, მეორე მხარეს კი კოკი აწერია. 

ზუგდიდის მერიაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ დროშა ადგილობრივებმა ზუგდიდის მერის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაკიდეს.

"ორსანტიის რწმუნებული ამბობს, რომ დროშა ისეთ სიმაღლეზეა, მის ჩამოხსნას ამწეიანი ტექნიკა სჭირდება. ახლა ეს ტექნიკა ნათურების გამოცვლაზე მუშაობს და როგორც კი იქნება საშუალება, დროშას ჩამოხსნიან", - აღნიშნეს მერიაში.



Print