ახალი ამბები
თურქეთში ჩაის საკრეფად წასული კირცხელი ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო
თურქეთში, ქალაქ არდეშენში, სამუშაოდ წასული 26 წლის ჩხოროწყუელი მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო. ინფორმაცია რადიო „ათინათს“ კირცხის გამგებელმა ინგა ასათიანმა დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ცხედარს საქართველოში, დაახლოებით, სამ საათში ჩამოასვენებენ.

მისივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი თურქეთში ჩაის საკრეფად ორი წლის წინ წავიდა.

ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახთან ერთად ჩხოროწყუს სოფელ კირცხში ცხოვრობდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. 


Print