ახალი ამბები
ზუგდიდელი აქტივისტი მერიის თანამშრომლების დაჯარიმებას მოითხოვს
ზუგდიდელი აქტივისტი ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურისა და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების დაჯარიმებას ითხოვს. საუბარია სტენსილის „გახარია, წადი“ გადაღებვაზე. მისი თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა ასოები კი არ წაშალეს, არამედ, გადაღებეს, რაც ასევე კანონდარღვევაა.

„თუ მე დავარღვიე კანონი 150-ე მუხლით, ზუსტად ასევე დაარღვიეს მერიის წარმომადგენლებმა გადაღებვით. ამიტომაც შევიტანე განცხადება მათ დაჯარიმებაზე“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მარიამ სიჭინავამ.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ წერილის შინაარს გაეცნობიან და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.


Print