რეგიონი
მავთულხლართებმა სიარული ისწავლეს, ჩვენ - ვერაფერი - პროტესტი რუხის ციხეზე (ფოტო)
ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ისტორიულ ციხეზე რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და ანტისაოკუპაციო ბანერი ევროკავშირისა და საქართველოს დროშებთან ერთად გადმოფინეს. 

აქცია- პერფორმანსი სამოქალაქო მოძრაობის ზუგდიდის ოფისმა დაგეგმა და მასში სხვა სამოქალაქო აქტივისტებიც მონაწილეობდნენ.

ორგანიზატორების თქმით, ბანერის გადმოფენა რუხის ციხეზე სიმბოლურად, აგვისტოს ომის 11 წლისთავზე გადაწყვიტეს. ბანერზე ნიკა ლაშხიას ლექსიდან ნაწყვეტი "მავთულხლართებმა სიარული ისწავლეს, ჩვენ - ვერაფერი" აწერია.
Print