ახალი ამბები
ზუგდიდში თხილის ფასი ხუთ ლარს აღწევს
ზუგდიდში თხილის ფასი 3-დან იწყება და 5 ლარს აღწევს. მიმღებ პუნქტებში ამბობენ, რომ ფასი ნაყოფის ხარისხზეა დამოკიდებული. ჩამბარებლები თხილის ხარისხს ადგილზე ამოწმებენ. 

„4.50 ლარამდე ვიხდით, მაგრამ გააჩნია თხილს. ადგილზე ვამოწმებთ, 10 კაკალ თხილს ვტეხთ, თუ აქედან ათივე გული კარგი იქნება, ხუთ ლარის გადახდაც შესაძლებელია. ვფიქრობთ, ფასი კიდევ უფრო მოიმატებს“, - ამბობენ მიმღებ პუნქტებში.

გასულ კვირას თხილის ჩაბარება 3-დან 3.50 ლარამდე იყო შესაძლებელი.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში თხილის ფასი 3 ლარზე მეტია
Print