ახალი ამბები
ზუგდიდელებს სამოქალაქო ბიუჯეტში ინიციატივების შეტანა დღეიდან შეუძლიათ
ზუგდიდის მერიას სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებისთვის ინიციატიცებისა და განცხადებების მიღება დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, სპეცილური ფორმით შევსებული განაცხადების მიღება შესაძლებელია როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე, მსურველებს განაცხადების მიტანა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შეუძლიათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი წელს პირველად იწყებს სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 1 000 000 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის ხუთივე ადმინისტრაციულ ერთეულს საკუთარი ბიუჯეტი 200 000 ლარის ოდენობით უნდა ექნეს.

ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
Print