რეგიონი
ოჯახის წევრისთვის თანხის მოპარვაში ბრალდებული სამწლიან პირობით სასჯელს მოიხდის
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის, რომლის თანახმადაც, ოჯახის წევრისთვის თანხის მოპარვის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა ქალი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად სამი წლით პირობით მსჯავრი განუსაზღვრა გამოსაცდელი ვადით.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კეკენაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გარდა ამისა, ბრალდებულ ნინო ჭითანავას მიმართ პატიმრობის ღონისძიებაც გაუქმდა და ის სასამართლოს დარბაზიდან განთავისუფლდა. როგორც პროცესზე ბრალდებულმა აღნიშნა, ის თავს დამნაშავედ ცნობს.  ჭითანავას მიმართ გამოძიება სს კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით იყო აღძრული.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ქალი ოჯახის წევრისთვის ფულის მოპარვის ბრალდებით დააკავეს
Print