ახალი ამბები
სოხუმი: თხილის ექსპორტზე დაწესებული გადასახადი მოიხსნა
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ თხილის ექსპორტზე დაწესებული გადასახადის გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, შესაბამისი განკარგულება „მინისტრთა კაბინეტმა“ გასცა, წერს „აფსნიპრესი“.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „2019 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ თხილის პლანტაციებში ჩატარებული ღონისძიებები დადებითად აისახა წლევანდელ მოსავალზე“. მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, მოსავლის 70% შენარჩუნებულია. აქვე აღნიშნულია, რომ მისი ძირითადი მოცულობა კერძო მეურნეობებზე მოდის, რაც ადგილობრივი მცხოვრებლების შემოსავლის ერთ - ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს.

თხილის ექსპორტზე „საბაჟო გადასახადის“ დაწესების შესახებ დადგენილება სოხუმმა 2018 წლის ივლისში მიიღო. კერძოდ, 1 კგ. ნაჭუჭიან თხილზე გადასახადი 5 რუბლს, ხოლო გარჩეული თხილზე - 10 რუბლს შეადგენდა.


ამავე თემაზე:

დე ფაქტო აფხაზეთში თხილის "საექსპორტო" გადასახადი შემცირდა


Print