ახალი ამბები
სოხუმი "საპრეზიდენტო" არჩევნებზე: 2017 წლიდან ამომრჩეველთა რაოდეობა ორჯერ შემცირდა
დე ფაქტო აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, აგვისტოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში, 2017 წლის „საპარლამენტო არჩევნებთან“ შედარებით, დაახლოებით, 20 ათასით ნაკლები ამომრჩევლის მონაწილეობაა მოსალოდნელი. ამის შესახებ თამაზ გოგიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა. 

„ჩემი ინფორმაციით, ჯერჯერობით 5 ათასამდე დამზადებული პასპორტი არ გაუტანიათ მფლობელებს. არიან ისეთებიც, ვისაც ჯერაც არ შეუტანია დოკუმენტები ახალი ნიმუშის პასპორტის მისაღებად“, - თქვა მან.

გოგიას ცნობით, „აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნებში 2017 წელს, ხმის მიცემის უფლებით 133 ათასი მოქალაქე სარგებლობდა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 25 აგვისტოს გაიმართება. დარეგისტრირებულია „პრეზიდენტობის“ 10 კანდიდატი. სოხუმის გადაწყვეტილებით, „აფხაზეთის პრეზიდენტის“ არჩევნებში მონაწილოეობა მხოლოდ ახალი „აფხაზური პასპორტის“ მფლობელებს შეუძლიათ. ამასთან დაკავშირებით, საპასპორტო სამმართველოს ყველა განყოფილება არჩევნებამდე საგანგებო რეჟიმზე, მუშაობის შვიდდღიან გრაფიკზე გადავიდა.

ამავე თემაზე:

სოხუმი: საპასპორტო სამმართველოები არჩევნებამდე საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ


Print