რეგიონი
ფოთში იარაღისა და საბრძოლოს მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 9 მჭიდი და 221 საბრძოლო ვაზნა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print