ახალი ამბები
საჩინოში მამაკაცი კრაზანას ნაკბენისგან გარდაიცვალა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში 65 წლის მამაკაცს კრაზანამ უკბინა, რის შედეგადაც იმავე დღეს გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა, დაახლოებით, 15 დღის წინ მოხდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცს მწერმა საკუთარ სახლში უკბინა.

„ლოგინში იწვა, სამჯერ უკბინა გულ-მკერდისა და მხრის არეში. ყველა საჭირო პრეპარატით პირველად დახმარება აღმოუჩინეს, სასწრაფოს ექიმებმაც, მაგრამ ვერ მოხერხდა გადარჩენა. ალერგიულიც იყო და საბოლოოდ, გულმა ვერ გაუძლო. იმავე დღეს ვიპოვეთ კრაზანას ბუდეც და გავანადგურეთ“, - ამბობს საჩინოს მკვიდრი.

სოფელში ამბობენ, რომ წელს მავნებელი მწერები განსაკუთრებულად მომრავლდნენ და მათ მოსახლეობა საკუთარი ძალებით ებრძვის.

Print