რეგიონი
რუხში ავტოავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი, სავარაუდოდ, მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოტოციკლი სატვირთო მანქანას შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

რადიო „ათინათი“ დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Print