ახალი ამბები
ზუგდიდში მასწავლებლის პოზიციაზე 93 ვაკანსია გამოცხადდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ქალაქისა და სოფლის ტერიტორიაზე მდებარე 51 სკოლაში მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიები გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ უთხრა.

„შიდა ვაკანსიები გუშინ გამოცხადდა, დღეს კი გამოცხადდება სხვა ვაკანსიებიც. განცხადებების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება, ამის შემდეგ კი კონკურსის წესით შეირჩევიან პედაგოგები“, - აღნიშნა ფარცვანიამ. მისივე თქმით, სულ ზუგდიდის სკოლებში 93 ვაკანსიაა გამოცხადებული.  

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლებში 121 პენსიონერმა პედაგოგმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ისინი სახელმწიფოსგან ორი წლის ხელფასს მიიღებენ.
Print