რეგიონი
განმუხურში Echowaves Festival - 2019 გაიხსნა (ვიდეო)
განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves გუშინ, 22 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა. სტუმრებს ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა საღამოს ხუთი საათიდან შეეძლოთ. წუხელვე დაუკრა ერთ-ერთმა ჰედლაინერმა ნინა კრავიცმა.

ფესტივალის წარმომადგენლის ლაშა წურწუმიას თქმით, წელს სცენა კუნძულზეც იქნება განთავსებული, სადაც After Party-ები გაიმართება და სტუმრებს დღის საათებში შეეძლებათ დასვენება.

„მოლოდინი გვაქვს ისეთი, რომელიც აქამდე არასდროს გვქონია. წელს გვაქვს რვა სცენა და ნებისმიერი მსმენელი თავის გემოვნების მუსიკას მოძებნის. ფესტივალის ტერიტორია სრულიად მზად არის 10 ათასობით სტუმრის მისაღებად. ვისაც უნდა ზაფხულში საუკეთესო დროის გატარება საქართველოს ფარგლებში და არამარტო, მოვიდეს აქ“, - ამბობს წურწუმია.

ფესტივალის ტერიტორიაზე და მიმდებარედ მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ადგილზე გახსნილია ორი სამედიცინო პუნქტი.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ფესტივალის სპიკერი ლუკა ჯაშიაშვილი ამბობს, რომ სტუმრების უსაფრთხოებას საქართველოს დაცვის პოლიცია იზრუნებს. მისივე ცნობით, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისგან მიყენებული ზიანის შემცირებას კი ორგანიზაციები „SAFE WAVES“ და „მანდალა“ უზრუნველყოფენ. 

„პირველი დღიდანვე ჩანს, რომ უკეთესი ფესტივალი იქნება ვიდრე ეს იყო წინა წელს. იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება ოთხივე დღე და იქნება ბევრად უფრო მასშტაბური. შარშანდელთან შედარებით ველოდებით უფრო მეტ სტუმარს“, - ამბობს ჯაშიაშვილი.

F&B-ი მენეჯერი ჯაბა კიკვიძის ინფორმაციით, ფესტივალის ტერიტორიაზე 15-მდე კვების ობიექტია გახსნილი და ყველა მათგანი სტუმრებს განსხვავებულ მენიუს სთავაზობს.

Echowaves ანაკლია-განმუხურში 25 აგვისტოს ჩათვლით იმართება, ღონისძიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

ამავე თემაზე: 

ანაკლია-განმუხურში ECHOWAVES 2019- ის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს (ფოტორეპორტაჟი)

მერიამ ანაკლიასა და განმუხურში ECHO Waves-ისთვის მიწები იჯარით 1000 ლარად გასცა

ანაკლია-განმუხურში ECHOWAVES 2019-ისთვის ემზადებიან (ვიდეო/ფოტო)

ECHOWAVES Festival-ის Line Up-ის მეორე ნაწილი დღეს გახდება ცნობილი

ECHOWAVES Festival-ის Line up-ის ნაწილი ცნობილია - ბილეთების ყიდვა ხვალიდან დაიწყება

ანაკლიაში Echowaves 22-25 აგვისტოს გაიმართება 

სამინისტრო: ECHOwaves ანაკლიაში წელსაც გაიმართება



Print