ახალი ამბები
სასწრაფო დახმარების ცენტრი ანაკლიის ფესტივალთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრომ ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებმადე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის 1 რეანიმობილი განათავსა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.

ამავე ცნობით, მედპერსონალი ფესტივალის სტუმრებს, საჭიროების შემთხვევაში, პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს, ჰოსპიტალიზაციას კი, იქვე განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი უზრუნველყოფს.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლია-განმუხურში 22 აგვისტოს, გუშინ გაიხსნა და 25 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

Print