ახალი ამბები
რუსეთი „აფხაზეთის ჯარის“ მოდერნიზებას დააფინანსებს
რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებმა, სერგეი შოიგუმ და მირაბ ქიშმარიამ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას, „აფხაზეთის შეიარაღებული ძალების“ მოდერნიზების დაფინანსების შესახებ. შესაბამისი დოკუმენტი, "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების" ფარგლებში, მოსკოვში გაფორმდა, წერს  ნუჟნაია გაზეტა". 

„ჩვენ პირველებმა ვაღიარეთ რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და ვაგრძელებთ ყოველმხრივ დახმარებას. მნიშვნელოვანია ის დოკუმენტები და შეთანხმებები, რომელთაც ხელი 2014 და 2015 წლებში მოეწერა. ამასთან, მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედრო ბაზა, რომელსაც ვამაგრებთ და რომელიც საერთო ძალისხმევით, სტაბილურობის გარანტია“, -  აღნიშნა შოიგუმ.

თავის მხრივ, ქიშმარიამ მადლობა გადაუხადა რუსეთს "რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის".

Print