ფესტივალ “ექოვეივსის” მეორე დღეს ანაკლიაში მსმენელების წინაშე ჰედლაინერი - ბენ ქლოქი წარსდგა. პირველ დღის ნინა კრავიცმა დაუკრა.       
ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ანაკლიის სანაპირო უკვე მეორედ მასპინძლობს. 

დღის განმავლობაში ანაკლიის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შეუძლიათ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთონ.

“ექოვეივსის” ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული განვითარებაა. შარშან EXIT- ის ქოლგის ქვეშ გამართულ ფესტივალს სტუმრები, დაახლოებით, 70 - მდე ქვეყნიდან ეწვივნენ. 

Echowaves უკვე მეორე წელია check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. დღეს გვიან ღამით კი მსმენელს Boston 163 და ასევე სხვა ცნობილი არტისტების მოსმენა შეუძლია. ანაკლია წელს სტუმრებს 8 განახლებული სცენით ხვდება, სადაც ქართველი და უცხოელი არტისტები ერთმანეთს ენაცვლებიან.			
 
			
მასალის გამოყენების პირობები