რეგიონი
ანაკლიის ფესტივალზე ბენ ქლოქმა დაუკრა (ფოტო)

ფესტივალ “ექოვეივსის” მეორე დღეს ანაკლიაში მსმენელების წინაშე ჰედლაინერი - ბენ ქლოქი წარსდგა. პირველ დღის ნინა კრავიცმა დაუკრა. ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ანაკლიის სანაპირო უკვე მეორედ მასპინძლობს.


დღის განმავლობაში ანაკლიის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შეუძლიათ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთონ.



“ექოვეივსის” ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული განვითარებაა. შარშან EXIT- ის ქოლგის ქვეშ გამართულ ფესტივალს სტუმრები, დაახლოებით, 70 - მდე ქვეყნიდან ეწვივნენ.



Echowaves უკვე მეორე წელია check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. დღეს გვიან ღამით კი მსმენელს Boston 163 და ასევე სხვა ცნობილი არტისტების მოსმენა შეუძლია. ანაკლია წელს სტუმრებს 8 განახლებული სცენით ხვდება, სადაც ქართველი და უცხოელი არტისტები ერთმანეთს ენაცვლებიან.

Print