ახალი ამბები
აკაკი ხოშტარიას სასახლეზე მეუფე პეტრე ვიდეომიმართვას ავრცელებს (ვიდეო)
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ მან სუჯუნის სასახლე სახელმწიფოსგან აუქციონის წესით 2011 წელს შეისყიდა და მისი მიზანი შენობის გადარჩენა იყო. მისივე თქმით, აქ ეპარქია აკაკი ხოშტარიას სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის გახსნას გეგმავს. ის ვიდეოში ასევე ამბობს, რომ შენობის ფასადზე განთავსებული უცნაური და უსახური ფიგურა დაზიანებული იყო და სწორედ ამიტომ, მისი პირადი გადაწყვეტილებით, შეცვალეს ის წმინდა გიორგის ბარელიეფით. მეუფე პეტრე სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებსაც პასუხობს და ამბობს, რომ ადამიანები ფეისბუკ სტატუსებს პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდონ.


"ამერიკის უოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამ ახალგაზრდებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე მათ ურჩია, რომ ისეთი სტატუსები არ დაეწერათ, რომლის გამო 10 წლის შემდეგ შერცხვებოდათ. მეც ადამიანებს ვურჩევდი, სტატუსებს როცა წერენ, ისე არ დაწერონ, რომ 10 დღის შემდეგ, 1 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ შერცხვეთ თავიანთი სტატუსის. ეს არის ჩვენი შეგნების დეფიციტი და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ სტატუსებს, როდესაც ვაკრიტიკებთ ამა თუ იმ მოვლენას. იმედი მაქვს გაითვალისწიენებენ ამერიკის ექსპრეზიდენტის რჩევას, ჩემს რჩევას და სტატუსების წერისას იმოქმედებენ წინდახედულად ", - ამბობს მეუფე პეტრე.

სასახლის ბარელიეფის ჩამოხსნის ფაქტზე, გამოძიება 259-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

აკაკი ხოშტარიას სასახლის ბარელიეფის შეცვლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ეპარქიაში უარყოფენ, რომ სუჯუნაში აკაკი ხოშტარიას სასახლეს მეუფის რეზიდენციისთვის ამზადებენ

ტელეგრამა პარიზიდან: სამშობლო, აკაკი გარდაიცვალა - ვინ იყო აბაშელი მილიონერი (ფოტო, ვიდეო)


104 წლის წინ აკაკი ხოშტარიას დედისთვის აშენებული სასახლე სუჯუნაში (ფოტო, ვიდეო)



Print