ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში მასწავლებლის პოზიციაზე 460 ვაკანსიაა გამოცხადებული
ამ დროის მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების სკოლებში მასწავლებლის პოზიციაზე 460 ვაკანსიაა გამოცხადებული. სასწავლო დაწესებულებებში, ძირითადად, ფიზიკის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ქართული ენისა და ლიტერატურის და დაწყებითის მასწავლებლები სჭირდებათ.

მუნიციპალიტეტების მიხედვით, მასწავლებელთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა ასე გამოიყურება:

აბაშა - 43

ზუგდიდი - 104

მარტვილი 28

მესტია - 103

ხობი - 34

წალენჯიხა - 40

სენაკი - 39

ჩხოროწყუ - 31

ფოთი - 39

პედაგოგებზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც პენსიონერი მასწავლებლები განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდნენ და სკოლიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს. კერძოდ, მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, შესაძლებლობა აქვთ, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში მათ შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.

ამავე თემაზე:


Print