ახალი ამბები
ციხელაშვილი ე.წ. არჩევნებზე:ლეგიტიმაციის არმქონე პროცესი ვერ გამოხატავს მოსახლეობის ნებას, რომელთა უმეტესობა გამოდევნილია
შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს და აღნიშნავს, რომ პროცესს არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან იდგმება ნაბიჯები, რათა მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დიალოგი აწარმოონ.

„არავითარი ლეგიტიმაცია ამ პროცესს არ აქვს, მათ შორის, ვერ გამოხატავს ნებას იმ პირობებში, როცა უმეტესობა გამოდევნილია სახლიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი განვითარება იყოს მშვიდობიანი, თუმცა, ოკუპაციის პირობებში რთულია ვითარება. ბევრს აქვს იმედგაცრუების განცდა, არის მზარდი იზოლაცია. ჩვენი ხელისუფლების მხირდან იდგემვა ნაბიჯერი, არის დიალოგის არაფორმალური ფორმატები. რა თქმა უნდა. არ არის საუბარი არავითარ ფორმალურ რეგალიაზე, თუმცა დიალოგსა და კომუნიკაციას ალტერნატივა არ აქვს. ეს აუცილებელია მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე, გარდაუვალი პროცესის - საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობასა და შერიგებისთვის“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კენჭისყრა ოკუპირებულ აფხაზეთში, დაახლოებით, 30 წუთში დასრულდება.

Print