ახალი ამბები
სოხუმი: მეორე ტურში საარჩევნო უბანი სტამბოლში არ გაიხსნება
სოხუმში აცხადებენ, რომ „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურისთვის სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნება. ამის შესახებ მედია ცენტრში გამართულ ბრიფინგზე „საარჩევნო კომისიის“ თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ ისაუბრა, წერს „აბხაზია ინფორმი“.

მანამდე დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმაც განაცხადა, რომ სტამბოლში „არჩევნები“ არ შედგა. თუმცა, დაურ კოვეს არ განუმარტავს, თუ რა მიზეზით არ გაიხსნა "საარჩევნო უბანი" თურქეთში.

გამოცემის ცნობით, „მოსკოვსა და ჩერკესკში ხელახალი კენჭისყრისთვის საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას ცესკო მიიღებს“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში "საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართება, ორი კანდიდატი - „მოქმედი პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა (23,85%) და პარტია "ამცახარას" ლიდერი ალხას კვიცინია (21,97%) მიიღებს მონაწილეობას.

ამავე თემაზე :

სოხუმი: არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართება

სოხუმი: არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას

დაურ კოვე: ველოდებით განმარტებებს, თუ რატომ არ გაიხსნა სტამბოლში საარჩევნო უბანი 







Print