ახალი ამბები
ავტომობილი, რომლიც სოხუმის ერთ - ერთ ეზოში „ბეტონის ტყვეობაში“ აღმოჩნდა
სოხუმში გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებას, რომელზეც ახლად ბეტონჩასხმული ეზოს შუაგულში ავტომობილი დგას, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, წერს გამოცემა "აიაირა". ჟურნალისტები შეეცადნენ გაერკვიათ, თუ
რატომ აღმოჩნდა მსუბუქი ავტომობილი "ბეტონის ტყვეობაში", ეშბას ქუჩაზე განლაგებული მრავალბინიანი სახლის წინ.
როგორც გაირკვა, აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, ავტომობილის მეპატრონეს ვერ მიაკვლიეს. ვერც ადგილზე მისულმა ევაკუატორმა შეძლო მანქანის ადგილიდან გაყვანა. შედეგად, გადაწყდა, რომ ბეტონს, ეზოს მოსაპირკეთებლად, მის ირგვლივ მაინც ჩაასხამდნენ.
მოგვიანებით, ავტომობილის მფლობელიც გამოჩნდა, რომელმაც ბოდიში მოიხადა შექმნილი უხერხულობისთვის და განმარტა, რომ მწყობრიდან გამოსული საკუთარი ავტომობილის დატოვება სხვის ეზოში მოუხდა. როგორც სახლის მცხოვრებლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, მანქანა იქ თვეზე მეტია დგას. ამავე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ავტომობილის ტერიტორიიდან გაყვანა მოხერხდა, დარჩენილი მონაკვეთიც ამოავსეს ბეტონით.
Print