ახალი ამბები
Echowaves-ის ადმინისტრაცია ანაკლიაში 16 ადამიანის დაკავების ფაქტს ეხმაურება
მუსიკალური ფესტივალის „Echowaves 2019-ის“ ადმინისტრაცია ანაკლიაში 16 ადამიანის დაკავებასთან დაკავშირებით განცახადებას ავრცელებს.
მათი განმარტებით, საორგანიზაციო ჯგუფს მცდელობა არ დაუკლია დაკავებულთა დასახმარებლად. რადიო „ათინათი“ ფესტივალის გუნდის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„Echowaves Festival 2019 დასრულდა. კავკასიაში, ელექტრონული მუსიკის ყველაზე დიდ ფესტივალზე, 22-25 აგვისტოს ანაკლიამ ათასობით სტუმარს უმასპინძლა, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან. მადლობას ვუხდით თითოეულ სტუმარს, თითოეულ ლოკალურ და საერთაშორისო არტისტს, რომლებიც 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიას ეწვივნენ და შექმნეს Echowaves Festival.
საჭიროდ მიგვაჩნია, ფესტივალმა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 22-იდან 25 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალის ტერიტორიაზე და მიმდებარედ დაკავებული 16 ადამიანის (3 ძარცვის შემთხვევა, 13 ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული შემთხვევა) საკითხთან დაკავშირებით. მათგან 13 უკვე გათავისუფლდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ Echowaves-ის საორგანიზაციო ჯგუფს მცდელობა არ დაუკლია დაკავებულთა დასახმარებლად და, გარკვეულ შემთხვევებში, შედეგიანადაც. ფესტივალის გუნდი თანადგომას უცხადებს დაკავებულ 3 ადამიანს. რაც შეეხება ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფთა დასახმარებლად სოციალურ მედიაში მიმდინარე კამპანიას: წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფთ არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური რესურსები გირაოს გადასახდელად. თუკი გსურთ, დაეხმაროთ დაკავებულებს, შეგიძლიათ თანხა გაიღოთ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე: საქართველოს ბანკი: GE42BG0000000047075900GEL თიბისი ბანკი : GE28TB7880845061100086 Paypal: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it პირადი ნომერი: 60001147134 მიმღები პირი: ზურა ნიჟარაძე დანიშნულებაში მიუთითეთ, თუ ვის ურიცხავთ თანხას. #გუგასთვის #გიორგისთვის #თაკოსთვის მითითების გარეშე ჩარიცხული თანხა თანაბრად გაიყოფა სამივე დაკავებულზე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის მიმდებარედ, სხვადასხვა დანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს, მათ შორის 13  ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ხოლო 3 - ქურდობის ბრალდებით.


Print