ახალი ამბები
ტყვარჩელის მცხოვრები, რომელმაც თანასოფლელებს ესროლა, მილიციაში ნებაყოფილობით გამოცხადდა
ტყვარჩელის რაიონის სოფელ ბედიას მცხოვრები ხვიჩა ხოჯავა, რომელმაც თანასოფლელებს სულთან და შალიკო შაკაიებს
ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, მილიციის განყოფილებაში ნებაყოფლობით გამოცხადდა, წერს გამოცემა "აფსადგილ ინფო".
ამავე ცნობით, შემთხვევა 28 აგვისტოს მოხდა, საღამოს საათებში, ხოჯავასა და შაკაიებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რა დროსაც, ხოჯავამ შაკაიების მიმართულებით "მაკაროვის" ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლა და ორივე ბარძაყის არეში დაჭრა. მათ სამედიცინო დახმარება ტყვარჩელის საავადმყოფოში გაუწიეს.
ხვიჩა ხოჯავა დაკავებულია. მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. "ტყვარჩელის პროკურატურა" მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ვებ გვერდი ავრცელებს ინფორმაციას.
Print