ახალი ამბები
ზუგდიდში ბიუსტები და ძეგლები ანტიოკუპაციური თვალსახვევებისგან "დაასუფთავეს"
"თითოეულ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება და ეს უფლება, ცხადია, ხელშეუხებელია. შემთხვევა, რომელთანაც გვაქვს საქმე, არის პროტესტის ერთ-ერთი ფორმა",- ასე უპასუხეს მერიაში რადიო "ათინათს" ძეგლებზე ანტიკოკუპაციური თვალსახვევების გაკვრასთან დაკავშირებით.

ამის მიუხედავად, მერიამ ძეგლების "დასუფთავების" გადაწყვეტილება მიიღო. "ზუგდიდდასუფთავებამ"თვალსახვევები უკვე ჩამოხსნა.

"ქალაქში წითელი სახვევით თვალახვეულია სხვადასხვა ძეგლი და ბიუსტი. ცხადია, თითოეული მათგანი თავისი მნიშვნელობისა და ღირებულების მატარებელია. შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურმა მოახდინა საკუთარი უფლებამოსილებით აღნიშნულზე რეაგირება, ძეგლებიდან და ბიუსტებიდან წითელი ზონარი მოხსნილია",- ამბობენ მერიაში.

სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდში თითქმის ყველა ძეგლსა და ბიუსტს ანტიოკუპაციური თვალსახვევი წუხელ გაუკეთეს.
აღნიშნული სახვევი წარწერით "20%" ანტიოკუპაციური სიმბოლო 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გახდა, როცა თბილისში აქციის დარბევის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

ამავე თემაზე:

ძეგლების და ბიუსტების "პროტესტი" ზუგდიდში (ფოტო)

Print