ახალი ამბები
ფოთი-თბილისის მატარებელი მოხატეს
ფოთი-თბილისის მატარებლის ერთი ვაგონი, სავარაუდოდ წუხელ მოხატეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“ საქართველოს რკინიგზის საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

„შემთხვევა ფოთში მოხდა, არ ვიცით ვინ მოხატა. დილით ვნახეთ და გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. მატარებლის ერთი ვაგონის ნაწილია მოხატული“, - ამბობენ პრეს-სამსახურში.

ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ფოტო: " ფოთი ჩემი ქალაქია"
Print