ახალი ამბები
აფხაზეთში წელს თხილის მოსავლის 70% - ს ელოდებიან
აფხაზეთში წელს 12 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამირან კაკალიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პლანტაციები, დაახლოებით, 12 - 15 ჰექტარზეა გაშენებული, წერს "აიაირა".

სპეციალისტის განმარტებით, "უწყებამ რუს კოლეგებთან ერთად თხილის დაავადებების და აზიური ფაროსანას წინაღმდეგ მიმართული ღონისძიებები ჩაატარა, მათ შორის, ავიაციის გამოყენებითაც, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო" და წელს, სავარაუდოდ, მოსავლის 70% - მდე შეინარჩუნებენ.

ლერი შონიას თქმით, 1 კგ თხილის ფასი, ხარისხის შესაბამისად, 60 - 110 რუბლს შეადგენს.


ამავე თემაზე:

სოხუმი: თხილის ექსპორტზე დაწესებული გადასახადი მოიხსნა

გალის რაიონში თხილის კარგ მოსავალს ელოდებიან
Print