ახალი ამბები
სოხუმში ერთ - ერთი სახლის სადარბაზოსთან მამაკაცი მოკლეს
სოხუმში მოქალაქე ომარ შაკაია სასიკვდილოდ დაჭრეს. 1981 წელს დაბადებულ მამაკაცს დღეს, ლაგვილავას ქუჩაზე მდებარე სახლის სადარბაზოსთან ესროლეს. შემთხვევა, დაახლოებით 00:30 საათზე მოხდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, ცხედარს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. დანიშნულია ბალისტიკური - სამედიცინო ექსპერტიზა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც სოხუმის პროკურატურა იძიებს.


Print