ახალი ამბები
აფხაზეთში სამხედრო წვრთნები ჩატარდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს წვრთნები ჩაუტარდათ. ნაღვალოუს პოლიგონზე ჩატარებულ ღონისძიებაში სამხრეთის სამხედრო ოლქის გაერთიანების მებრძოლებმა ორმხრივი ტაქტიკური სწავლება გაიარეს და საბრძოლო სროლა გამართეს. სწავლებაში 500 სამხედრო მოსამსახურე და 100 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. ინფორმაციას სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.



Print