ახალი ამბები
ზუგდიდში ქარი სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება
ზუგდიდში ქარი 13 სექტემბრის ჩათვლითაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდში მომდევნო სამი დღის განმავლობაში ქარი 15-20 მეტრი წამში იქროლებს, სამეგრელოს სხვა რეგიონებში კი ქარი წამში 20-25 მეტრი სიჩქარით იქნება.
„ჰაერის ტემპერატურა მომდევნო ორი დღე 27-29 გრადუსამდე შენარჩუნდება, 15 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურამ, შესაძლოა, 30 გრადუსს მიაღწიოს“, - ამბობენ სააგენტოში.


ქარი ზუგდიდში გუშინ, დღის პირველ ნახევარში ამოვარდა.
Print