ახალი ამბები
ზუგდიდის ააიპის თანამშრომლის შეურაცხმყოფელი პოსტები აქტივისტებმა გააპროტესტეს (ფოტო)
ზუგდიდის მერიის ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის ზაზა ფარცვანიას სიძულვილის შემცვლელი ფეისბუკ პოსტები სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს. ისინი ფარცვანიას სამსახურის შესასვლელთან სასტვენებითა და ტრანსფარანტებით დახვდნენ.

"ამ ვაჟბატონის საქციელს ვაპროტესტებთ, რომელიც აქ ზის და წერს პოსტებს. სამარცხვინოა ქოცობა, სამარცხვინო საქციელია ეს და ჩვენ ამას ყოველდღე გავაპროსტესტებთ", - თქვა აქტივისტმა მიშიკო ზალიკაშვილმა.

ზაზა ფარცვანიამ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურმა ააიპ-ის დირექტორის მოადგილის შეურაცხმყოფელი პოსტების საკითხის შესწავლა დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერიამ ააიპ-ის თანამშრომელს შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის, შესაძლოა, სანქცია დააკისროს
ზუგდიდის ააიპ-ის დირექტორის მოადგილის შეურაცხმყოფელი პოსტები „სირცხვილიას“ აქციის მონაწილეების მიმართ (ფოტო)
Print