ახალი ამბები
ალხას კვიცინია „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგებს გაასაჩივრებს
ალხას კვიცინია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული „საპრეზიდენტო არჩევნების" შედეგებს  დღეს გაასაჩივრებს.
"ჩვენ ვთვლით, რომ რესპუბლიკის ცესკოს გადაწყვეტილება არ შეესაბამება არჩევნების შესახებ კანონს“, - ამის შესახებ მან "აბხაზია ინფორმს" განუცხადა. "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბა მეორედ გახდა თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი.

"არჩევნების" მეორე ტურში "პრეზიდენტობის კანდიდატს" ალხას კვიცინიას 38 ათას 742 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 46,19% - ს შეადგენს, ხოლო რაულ ხაჯიმბას– 39 ათას 741 - მა და მან ხმათა 47, 38% დააგროვა.

ამავე თემაზე:

"პრეზიდენტობის" კანდიდატი ალხას კვიცინია განმეორებითი არჩევნების დანიშვნას ითხოვს

სოხუმი: არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით რაულ ხაჯიმბა ლიდერობს


Print