ახალი ამბები
ხაჯიმბა თვლის, რომ მის ოპონენტს უფლება აქვს გაასაჩივროს „არჩევნების“ შედეგები

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, „ალხას კვიცინიას განზრახვა, გაასაჩივროს არჩევნების შედეგები, მისი უფლებაა და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას“.

ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა. „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს არჩევნების შედეგების შესაძლო გაუქმებას, იმ შემთხვევაში, თუ „სასამართლო ოპოზიციის მხარეს დაიჭერს“.

მანამდე, ხაჯიმბამ თქვა, „ის მზადაა ითანამშრომლოს ყველა ძალასთან, მათ შორის ოპოზოციურთან, რესპუბლიკის განვითარებისთვის“. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ალხას კვიცინიამ - 38 ათას 766 ხმა დააგროვეს. ამომრჩეველთა აქტივობამ 65,99% შეადგინა.

ალხას კვიცინია არ ეთანხმება „საარჩევნო კომისიის“ მიერ გამოცხადებულ შედეგებს და მათ გასაჩივრებას გეგმავს.
ამავე თემაზე:

ალხას კვიცინია „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგებს გაასაჩივრებს
რაულ ხაჯიმბა ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“მეორედ გახდა
მინისტრი: ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნები და მისი შედეგები არალეგიტიმურია

 

Print