ახალი ამბები
ზუგდიდში 62 ბაღიდან 20 მუშაობას ვერ იწყებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 20 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას 16 სექტემბერს ვერ დაიწყებს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ააიპ "სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის" დირექტორმა ხათუნა თოლორაიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ბაღებში აღსაზრდელებს მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ვერ მიიღებენ.

„42 საბავშვო ბაღში ერთნაირად იწყება სწავლა. 20-ში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ამიტომ, პირველ ოქტომბრამდე გადაიდო სწავლის დაწყების პროცესი“, - თქვა თოლორაიამ.

16 სექტემბერს მუშაობას ვერ დაიწყებს: ჭაქვინჯის #2 ბაღი, ცაცხვის, ჩხორიის, დიდინეძის, ერგეტის, განმუხურის, ინგირის #2, კორცხელის, ნარაზენის #1, ჩხოუშის, ორულუს, რიყის, რუხის, ტყაიის, ხურჩის, ყულიშკარის, ნარაზენის #2, ჯიხაშკარის და ასევე ქალაქის #3 და #8 ბაღები.
Print